საქართველოს ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კუბუაბულა ეწვია. კუბუაბულა მონაწილეობას მიიღებს ამბასადორიალში და ელჩებს სიტყვით მიმართავს.
"აქ საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით ჩამოვედი, რათა ელჩების შეხვედრას დავესწრო. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და აქ სამი დღე დავრჩები. მე ელჩების წინაშე ოთხშაბათს გამოვალ და წარმოვაგდენ სამოქმედო გეგმას ფიჯის კუნძულებზე 2014 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ბოლო ხანებში უამრავ რეფორმასა და საკონსტიტუციო ცვლილებას ვატარებთ. ჩვენ შორის საერთოა ქვეყნის სუვერენიტეტის განსაკუთრებული პატივისცემა, რასაც გამოვლისას აუცილებლად შევეხები" - განაცხადა რატუ ინოკე კუბუაბულამ.