უბედური შემთხვევა ქობულეთში. სახლში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა აფეთქება გამოიწვია. კოსტავას 59 ნომერში აფეთქებისას მძიმედ დაშავდა 76 წლის მამაკაცი.
მთლიანად ჩაიმსხვრა სახლის პირველის სართულის ფანჯრები. მამაკაცი მეზობლებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეოპბის დამძიმების გამო, კატასტროფის ბრიგადამ დაშავებული თბილისში გადმოიყვანა.
პაციენტს სხეულის 75 პროცენტი აქვს დამწვარი და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებში რჩება.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობვის მდგომარეობა მძიმეა.