29 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 44 წლის დუკვახა დუშუვეი ახმედ ზაკაევის ყოფილი პირადი მცველი იყო.
რუსული მედია აზუსტებს, რომ დუშუევი ზაკაევის გვერდით ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი კამპანიის დროს იყო.
ახმედ ზაკაევი ამჟამად ლონდონში იმყოფება. რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად ინგლისის ხელისუფლებამ მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.
ზაკაევი 2007 წლიდან დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრია.