დღეს, 4 სექტემბერს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში "თიბისი ბანკის" ახალი სათავო ოფისის შენობის საკონკურსო პროექტების გამოფენა გაიხსნება.
"თიბისი ბანკმა" ახალი სათავო ოფისის ესკუზურ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი 10 ივნისს გამოაცხადა.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს ყველა ის პროექტი, რომელიც მსხვილმა ევროპულმა და ქართულმა არქიტექტურულმა კომპანიებმა წარმოადგინეს.
შეგახსენებთ, რომ ბანკის ახალი სათავო ოფისი, ვაკე-საბურთალოს გზაზე (უნივერსიტეტის ქ.2) განთავსდება და სულ მალე იქცევა ყველაზე დიდ ბიზნეს-ცენტრად საქართველოში. ეს შენობა, რომელიც მანამდე ამიერკავკასიის სამხედრო შტაბს ეკუთვნოდა, თიბისი ბანკმა 6 თვის წინ შეიძინა. არქიტეტურულ კონკურსს ხელმძღვანელობს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, პიპო ჩორა. გამარჯვებულ პროექტს ჟიური 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გამოავლენს.
საკონკურსო პროქტების გამოფენა თიბისი გალერეაში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.