ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა საქართველო-ევროკავშირის ურეთიერთობებსა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ განცხადების არაოფიციალურ თარგმანს:
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მზად ვართ შემდგომი ურთიერთობების დინამიკურად გაღრმავების.
საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილი, ისევე, როგორც სავიზო დიალოგი, ხასიათდება კარგი პროგრესით. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას შევინარჩუნოთ ტემპი, რათა დასრულების მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მომავალ წელს. რაც შეეხება მობილურობას, ჩვენი მიზანია, სამოქმედო გეგმის მიხედვით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დასრულდეს წლის ბოლომდე.
ხაზს ვუსვამთ - ევროკავშირის მაღალ მოლოდინს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გაიმართება 1-ელ ოქტომბერს. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენი ურთიერთობის ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს.
ჩვენ მოვუწოდებთ ორივეს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას უზრუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა და ასევე ჯანსაღი მედია გარემო. ჩვენ შეშფოთებული, ამ კონტექსტში, მზარდი პოლარიზაციისა და დაძაბულობის. არჩევნები უნდა იყოს, უპირველესად, პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული.
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რათა უზრუნველყონ სათანადო ქცევა და არჩევნების ლეგიტიმურობა.
დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონი. ის გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა.
ყველა პარტიამ და კანდიდატმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდ და ხელსაყრელ საარჩევნო გარემოს. თავი შიკავონ ისეთი ქმედებებისა და მკვეთრი განცხადებებისაგან, რომელთაც შესაძლოა ისედაც დაძაბული გარემოს შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და შედეგებთან დაკავშირებით ეჭვები დაბადონ.
დემოკრატიის მშენებლობას სჭირდება პასუხისმგებლობის მქონე განსხვავებული პოზიციის მონაწილეები".