კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტის ბექა ჯიქიძის ადვოკატი თედო კობახიძე, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარსი განაცხადა, ბექა ჯიქიძე პირველ სექტემბერს 6 საათამდე დააკავეს და "48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც ამ დრომდე მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ დღეს 18:00 საათზე უნდა გაეთავისუფლებინათ".
მისივე თქმით, ამ დროისათვის გარდა იმისა, რომ ბექა ჯიქიძე არის უკანონო პატიმარი, ასევე შეზღუდულია მისი თავისუფლება.
"ბექა ჯიქიძის მიერ მეორე დღესვე დაიწერა საჩივარი, სახალხო დამცველის, მთავარი პორკურორისა და უწყებათაშორის კომისიის ხელმძღვანელთა სახელზე. წერილები ადრესატებამდე მისულია რომელშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიუთიტებს რომ ის დაკავებულია 18 საათამდე", - აცხადებს კობახიძე და ვარაუდობს, რომ ჯიქიძის დაკავების დროს არ არის ოქმი შედგენილი.
"თუ ახლა წარმოგვიდგენენ ოქმს, რომელშიც ეწერებ სხვა დრო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ოქმი გაყალბებულია",- განაცხადა კობახიძემ.