აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართული ოცნების" ცხრა შემომწირველის ქონების აუქციონი შეაჩერა, _ აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის უფროსმა ბესო ლილუაშვილმა განაცხადა.
"ამ ცხრა პირიდან რამდენიმე მათგანმა გამოთქვა პროტესტი, რომ აღსრულების საქმის წარმოება არასწორად მიმდინარეობდა. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ადამიანის უფლებებს, არ გვინდა შეილახოს მათი უფლებები და საქმის არსებით განხილვამდე აუქციონი შეჩერებულია მთლიანად", _ განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცხრა შემომწირველის ქონების აუქციონი 3-4 სექტემბერს უნდა გამართულიყო.