ნოტინგემში ტურისტების მიზიდვაზე ისევ რობინ ჰუდი იზრუნებს. ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეჩერებული პროექტი ისევ უნდა ამოქმედდეს და ნოტინგემით ტურისტების უფრო მეტი ნაკადი უნდა დაინტერესდეს. ამისათვის კი ქალაქში ახალი გასართობი ცენტრი გაიხსნება.
2009 წელს, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დაიხურა ტურისტული პროექტი "რობინ ჰუდის ისტორია", რაც ქალაქში ჩამსვლელი ტურისტების შემცირებას უკავშირდებოდა. 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქალაქის მერიაში ფიქრობენ, რომ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება.
ყოველწლიურად ნოტინგემს საშუალოდ 270 ათასი ტურისტი სტუმრობს, მათი უმეტესობა ქალაქში ლუდის ფესტივალის, კარნავალის ან თეატრალური სეზონის გახსნის დროს ჩადის.