„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ერგეტის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება ალასანიამ შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდამჭერ ფონდზე გაამახვილა, რომელის დაარსებას კოალიცია „ ქართული ოცნება" ხელისუფელაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს.
„ამ ხელისუფლებისგან სოფელი და გლეხი მიტოვებულია. ჩვენ ვილაპარაკეთ იმ ერთ მილიარდ დოლარზე, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ დაიხარჯება ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიქმნება ზუგდიდის ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელშიც პირველივე წელს ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ჩავდებთ 100 მილიონამდე, რაც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენ ავაშენებთ რეგიონალური მასშტაბის სამედიცინო ცენტრს, რომელიც უფასოდ მოემსახურება ზუგდიდელებს და ასევე აფხაზებს. ზუგდიდი დაიბრუნებს თავის ისტორიულ, ქვეყნის გამთლიანების ფუნქციას და აფხაზები დაინახავენ, რომ წელში გამართულ ზუგდიდდთან და სამეგრელოსთან ურთიერთობა უფრო გონივრული და მომგებიანი იქნება მათთვის, ვიდრე რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სოფელ ერგეტაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.