15 სექტემბერს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე 134-ე სეზონი პრემიერით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ტომ სტოპარდის "მაგრიტის შემდეგ".
ერთ მოქმედებიანი კომედია რეჟისორმა გიორგი თავაძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გოგა ბარბაქაძე, გელა თავბერიძე, ნინო კასრაძე, ირაკლი სანაია, ბექა სონღულაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ლევან ხურცია.
სპექტაკლის ჩვენება 16 და 17 სექტემბერსაც გაიმართება.