სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" გაიხსნა.
ფესტივალზე მიწვეულნი არიან უცხოელი ანიმატორები, რომლებიც მასტერკლასებს ჩაატარებენ: ალექსანდრ პეტროვი - რეჟისორი (რუსეთი); ირინა კოდიუკოვა - რეჟისორი (ბელარუსი); მიხეილ ალდაშინი - რეჟისორი (ბელარუსი); სერგეი სერიოგინი - სუზდალის ფესტივალის დირექტორი (რუსეთი); თენგიზ სიმიონოვი და ნატალია ორლოვა - სტუდია ანიმოსის ხელმძღვანელები (რუსეთი); ვოლფგანგ ბელინჰოფი - ფილოსოფოსი და კინომცოდნე, ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია); ადამ პტაკი - სტუდია SE-MA-FOR- ის დირექტორის მოადგილე (პოლონეთი); ვიტოლდ გიერცი - რეჟისორი (პოლონეთი); ასევე წარმოდგენილი იქნება დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალის ფილმების პროგრამა.
ფესტივალი ნიქოზის "ხელოვნების სკოლის" და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით, ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" 8 სექტემბერს დაიხურება.