5-8 სექტემბერს ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი" ჩატარდება. პროექტის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება; ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 35-მდე უცხოელი და 80-მდე ქართველი მეცნიერი.
კონფერენციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართავს.