2012 წლის პირველ შვიდ თვეში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 26,2 მლნ. ტონა შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ამავე მონაცემს.
2012 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის დარგების სატვირთო გადაზიდვების 56% საგზაო ტრანსპორტზე მოდის, მას მოჰყვება რკინიგზა 44%. 2012 წლის შვიდ თვეში, საგზაო გადაზიდვები 1%-ით არის გაზრდილი.
2012 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მიერ 177,4 მლნ. მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 3%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
აღნიშნულ პერიოდში, საზღვაო ტრანსპორტის მიერ გადაზიდული ტვირთი 12,5 მლნ. ტონას გაუტოლდა.საანგარიშო პერიოდში, ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებმა 4,5-4,5 მლნ. ტონა ტვირთი გადაზიდა.