საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიური სტადიონის მშენებლობის მშენებლობის პროცესის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.Mმიხელ სააკაშვილმა სტადიონის ფუნდამეტში კაფსულა პატარა ფეხბურთელებთან ერთად ჩაუშვა.
,,ევროპისას და მსოფლიოს ჩემპიონატს როცა იქნება, ჩაატარებს საქართველო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთავრია ეს სტადიონი გამოგვადგება. რაც მთავრია ჩვენებმა, ეროვნულმა ნაკრებმა უნდა ითამაშონ, დიდი საერთაშრისიო მატჩები ვმართოთ. ბათუმის დინამო უნდა გაძლლიერდეს. აგერ არიან ბათუმის დინამოს ვეტერანები და ნახე რა სილამაზეა. ღამე განსაკუთრებით, თავის ნათურებით, რომ განათდება. ბათუმს ამდენი ხანი არ ჰქონდა სტადიონი. ბათუმელებს ყველაფერი სჭირდებათ. ბათუმელებს სჭირდებათ წყალსადენი, რომელიც აგერ არის წყალსადენიც და გამწმენდი ნაგებობა. ყველა სახლში იქნება მაგარი წყალი, სადაც არ არის ჯერ კიდევ. ბათუმელებს სჭირდებათ, რა თქმა უნდა, შემოსავალი და დასაქმება, მათ შორის თქვენ მშობლებს მაგრამ ამისათვის ბათუმი უნდა გაიზარდოს განევრცოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ სტადიონი, რომელიც ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა 35 000 გულშემატკივარს დაიტევს. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი 18 თვეში უნდა დასრულდეს და სტადიონის მშენებლობის პროცესში 1500 ადგილობრივი დასაქმდება.