ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ესტუმრნენ, ახალი სადაზრვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრნენ და კონსულტაცია გაუწიეს, თუ როგორ მიიღონ კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება უმოკლეს ვადაში.
ახალი სადაზრვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.
თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებმა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თბილისელებთან საუბარში აღნიშნეს, რომ ახალი პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათია თითოეული მოქალაქისთვის.