იანვარ-აგვისტოში აჭარა 1 მლნ 293 ათას 908 ვიზიტორმა მოინახულა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 29.3%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 75.2%-ით მეტი. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში სულ აჭარაში 1 მლნ 438 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2010 წლის იანვარ- აგვისტოში კი 738 მლნ 369 ვიზიტორი.
იანვარ-აგვისტოში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 635 ათას 86, ვიზიტორი შეადგინა, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 82.3%-ით მეტია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 348 ათას 314 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2010 წელს კი 242 ათას 174 ვიზიტორი.