ნატოს გენერალური მდივანი Aანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს, _ _ აღნიშნულის შესახებ რასმუსენმა ,,იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება.
,,ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია და მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომელიც ახლაც გრძელდება თქვენს ქვეყანაში. Aამის გათვალისწინებით საქართველოს საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც ის ტესტია. Nნატო არის ღირებულებების გაერთიანება ადამიანის თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული და ჩვენ გვინდა, ეს პრინციპები რეალიზებული იყოს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში. საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოახლოვებული არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ყველა კანდიდატისთვის იყოს თანაბარი გარემო, _ განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 6 სექტემბერს ნატოს გენარელური მდივანი, რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ამერიკელი სენატორთა ჯგუფი ეწვევა.