საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ემიგრანტი, რომელიც 2008 წლამდე სხვადასხვა საკონსულოში აღრიცხვაზე იმყოფებოდა საკუთარი მონაცემები საარჩევნო სიაში ხელახლა უნდა გადაამოწმონ.
,,2008 წლამდე ვინც იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვებზე და დღეს ფიზიკურად აღარ იმყოფება იმ ადგილსამყოფელ ქალაქებსა, თუ დედაქალაქებში, სადაც საკონსულო აღრიცხვზე იმყოფებოდნენ გადაამოწმონ საკუთარი თავი ირიცხებიან, თუ არა დღეს საკონსულო აღრიცხვაზე ვინაიდან ეს მათ სირთულეს შეუქმნის, რომ საკუთარი სახელი საარჩევნო სიაში იპოვონ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კალანდაძემ.