სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე, პროფესორი ნესტან კირთაძე XXII საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს, რომელიც 4-6 სექტემბერს კრინიცაში (პოლონეთი) გაიმართება.
ცნობილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ეწვევა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც განიხილავს კრიზისის პირისპირ მდგომი ევროპისა და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს.
ნესტან კირთაძე, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, როგორც ერთ-ერთი სექციის სპიკერი მოხსენებას გააკეთებს "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საქართველოს რეალური ვითარებისა და 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. აგრეთვე, იმ გამოწვევებისა და პრობლმების შესახებ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უახლოეს ხანში უნდა დაძლიოს.
კირთაძე სამშობლოში 7 სექტემბერს დაბრუნდება.