"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას "ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ვეფხვაძის განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას კვლავ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმება და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები წარმოადგენს.
"ვაზისუბნის მოსახლეობას ისეთი ლოკალური პრობლემები აწუხებს, როგორიცაა სასმელი წყლის მიწოდება, შიდა გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსამართლოდ გაზრდილი მაღალი ტარიფები.მიუხედავად იმისა რომ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის ახალი პრორგამა ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას რაც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ქრისტიან-დემორკატებს მიგვჩნია რომ ამ სფეროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის უნდა გამოიყოს 800 მილიონი ლარი რაც გაზრდის სადაზღვევო პილისის დაფინანსებას და მას გახდის უფრო ადეკვატურს - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.