ჩრდილოატლანტიკური ალიანის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯბესებას ელის.
"მიმაჩნია, რომ ნატოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას", - განაცხადა დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ შეწყდა. ამავე მიზეზით დაიძაბა ურთიერთობები ნატოსა და რუსეთს შორის. ნატომ მოსკოვი ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.
გასული წლოს მარტში ალიანის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთთან უერთიერთობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს.