შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დასახელდა ლიკვიდირებულ ბოევიკთა გვარებიც:
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება.
იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 არის საქართველოს მოქალაქე.
• ასლან მარგოშვილი
დაბადების თარიღი: 28/06/1990
• ბაჰაუდინ ქავთარაშვილი
დაბადების თარიღი 07/02/1986
5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან:
• დუკვახა დოშუევი
დაბადების თარიღი:19/01/1968 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო
• სალამ ზაურბეკოვი
დაბადების თარიღი: 14/12/1991 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო
• ხაშიევ ჯაბრაილი
დაბადების თარიღი: 24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი
• მუსა ადუევი
დაბადების თარიღი: 28/03/1981 დაბადების ადგილი: ქ. გროზნო