პაკისტანში ქალაქ პეშევარში ავტომობილში დამონაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რომელსაც ბი-ბი-სი ავრცელებს, აფეთქება აშშ-ის საკონსულო განყოფილების მიმდებარედ მოხდა.
ორივე დაღუპული აშშ-ის მოქალაქეა. პოლიცია აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომელიც აფეთქდა აშშ-ის საკონსულოს ავტომაქანას შეეჯახა, სწორედ ამის შემდეგ მოხდა აფეთქება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის უცხოეთის მოქალაქეები არიან.
მასალის გამოყენების პირობები