არსებული ინფორმაციით პანკისის ხეობაში ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდი ალდამოვის ცხედრები გვიან ღამით გადასცეს. გარდაცვლილები დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. 6 გაჭრილი საფლავიდან ცარიელი მხოლოდ ოთხია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, ცხედრების გადაცემას 11 საათისთვის ელოდებოდნენ, თუმცა 2 საათამდე არ მოხერხდა. „სამივე უნდა გადმოეცათ, მაგრამ 2 გადმოგვცეს. მაშინვე დავმარხეთ. მუსლიმანური წესით მზე როცა ჩასულია, გარდაცვლილს მაშინ არ ვკრძალავთ, მაგრამ ეს გამოუვალი სიტუაცია იყო", - აღნიშნეს დუისის მაცხოვრებლებმა.