"პროკრედიტ ბანკი" მარნეულში ახალ ფილიალს ხსნის. მარნეულში უკვე 10 წელია პროკრედიტ ბანკი ფუნქციონირებს და 6000-მდე კლიენტს წარმატებით ემსახურება. ფილიალის 10 წლის იუბილეზე კი ბანკი სრულიად ახალ შენობაში გადადის. რუსთაველის ქუჩაზე, სპეციალურად ბანკისათვის თანამედროვე და ახალი დიზაინით აშენებულ ფილიალში, კლიენტები დღეიდან შეძლებენ მომსახურების მიღებას.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” პროკრედიტ ბანკიდან” აცნობეს, ახალი ფილიალის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და მისი ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენდა. პროფესიონალ და გამოცდილ მშენებელთა გუნდს გერმანელი არქიტექტორი ზედამხედველობდა; მუდმივად მიმდინარეობდა მშენებლობის ხარისხის კონტროლი. ახალი ფილიალის ადგილიმდებარეობაც წინაწარ იყო განსაზღვრული, რადგან ყველა კლიენტისათვის ადვილად მისასვლელი და მოსახერხებელი ყოფილიყო.
ახალი დიზაინი "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში" კონცეფციით შეიქმნა, რამაც კლიენტებისათვის ოპერაციების გაცილებით უფრო სწრაფად შესრულება გახადა შესაძლებელი.
ბანკმა "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში" პირველად 2011 წლის იანვარში დანერგა. მაშინ ახალ მომსახურებას კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ფილიალი სთავაზობდა. ამჟამად ყველა ფილიალის დიზაინი ახალი მომსახურების კონცეფციის შესაბამისად იცვლება.
"მოხარულნი ვართ, რომ ახალ შენობაში გადავდივართ. ეს სასიამოვნო სიახლე
სასიხარულოა როგოც კლიენტებისათვის, ისე ჩვენთვის, ბანკის თანამშრომლებისათვის. ვცდილობთ, კლიენტებისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გარემო შევქმნათ. ახალი კონცეფციითა და თანამედროვე დიზაინის მქონე შენობა კი ამის წინაპირობაა. მარნეულის მოსახლეობას დღეიდან ახალ მისამართზე, რუსთაველის #58-ში ველოდებით."- აცხადებს პროკრედიტ ბანკის მარნეულის ფილიალის მმართველი ზურაბ ფხაკაძე,
"10 წლის განმავლობაში მთელი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა, ეს არც ისე
ადვილი იყო. დღეს, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი კლიენტი გვენდობა და ჩვენცარაფერს ვიშურებთ იმისათვის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონის, მარნეულის მოსახლეობას სრული საბანკო მომსახურება და ღირსეული პარტნიორობა შევთავაზოთ. ახალ შენობაში ჩადებული ინვესტიციაც ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილზე მეტყველებს", - აცხადებს პროკრედიტ ბანკის საქართველოს გენერალური დირექტორი საშა ტერნესი.
მასალის გამოყენების პირობები