რუმინეთის ქალაქ სიბიუში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, საქართველოს კალათბურთელებმა მასპინძლები 91:74 დაამარცხეს.
ქართველები ამჯერადაც თავიანთი კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშობდნენ. მატჩის პირველი ნახევარი ჩვენმა კალათბურთელებმა შედარებით მოკრძალებულად - 47:39 მოიგეს, მაგრამ შემდეგ მათი უპირატესობა უფრო თვალნათელი გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ თორნიკე შენგელია, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 17 ქულა შესძინა გუნდის აქტივს მანუჩარ მარკოიშვილმა, ხოლო ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა - 16. შედეგიან გადაცემებში მატჩშიც და შესაბამისად ჩვენს ნაკრებშიც, საუკეთესო გახლდათ გიორგი ცინცაძე - 8 პასი.
ეს საქართველოს ნაკრების მე-4 მოგებაა და იგი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
საქართველო 5 4 1 9
ლატვია 5 3 2 8
ბოსნია 5 3 2 8
ჰოლანდია 5 2 3 7
რუმინეთი 6 1 5 7