8 თვეში საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზააურების რაოდენობა 55%-ით გაიზადა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებულ ციფრებზე დაყრდნობით, 2012 წლის 8 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2012 წლის 8 თვეში (იანვარი-აგვისტო) საქართველოს სულ 2 789 080 უცხოელი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 55%-ით აღემატება.
მხოლოდ 2012 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 577 884 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში ჩამოსულთა ციფრზე 62%-ით მეტია.
სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. 8 თვის მონაცემებით ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: თურქთი, , სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი.
აგვისტოში ზრდის პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩეოდა თურქეთი (150%), რუსეთი (108%) და ირანი (67%)