სპეციალური ოპერაციების ცენტრის, პოლიციის კაპიტანი სოლომონ წიკლაური დღეს დაკრძალეს. კაპიტანი წიკლაური ლოპოტას ხეობაში დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სოლომონ წიკლაურს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა, რომელიც მისი ოჯახის წევრებს დღეს გადაეცათ. პოლიციის კაპიტანი მის მშობლიურ სოფელში, რუსიანში დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას სოლომონ წიკლაურის, არჩილ ჩოხელისა და ვლადიმერ ხვედელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.
მასალის გამოყენების პირობები