პანკისის ხეობის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 4 ახალგაზრდის შესახებ აქვთ ინფორმაცია. ისინი არიან 20-დან 25 წლამდე ასაკის ბიჭები ბაჰაუდი ალდამოვი, ბაჰაუდი ბაღაკაშვილი, ასლან მარგოშვილი და მუთოშვილი.
როგორც პანკისის ხეობაში მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, სოფელ დუისში აღნიშნული ახალგაზრდების ოჯახის წევრები გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში სამძიმარს იღებენ. მათთან მეზობლები, მოგვარეები მიდიან და უსამძიმრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში 6 ცხედარი დღეს უნდა გადაესვენებინათ, რის შემდეგაც მათ დუისის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
სწორედ ამ მიზეზით, გუშინ საღამოს 6 საფლავი გაჭრეს, თუმცა მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, მოლაპარაკება შეწყდა. ხეობაში არ ამბობენ, მოლაპარაკება ვისთან მიმდინარეობდა. არცერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.