საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული იქნა შს სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გელა გივის ძე გოშაძე.
შსს-ს ინფორმაციით, გელა გოშაძემ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მიიღო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რაზეც არ მოახდინა რეაგირება და დამალა დანაშაული.
"საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს შსს.
მასალის გამოყენების პირობები