ქუთაისში ქართული ოცნების აქტივისტი გელა გოშაძე დააკავეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნების" ქუთაისი მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, გოშაძეს დღეს დილით სახლში მიაკითხა 7-მა პლიციელმა და სახლიდან წაიყვანა.
როგორც გუბაზ სანიკიძე განმარტავს, გელა გოშაძე ყოფილი პოლიციელია და "მას უხსენებენ ძველი წელთაღრიცხვის საქმეს".
"გოშაძე ამჟამად არის, "ქართული ოცების" ქუთაისის ოფისის საორგანიზაცო ჯგუფის ხელმღვანელის მოადგილე. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს ოფისში. რამდენიმეჯერ გააფრთხილეს რომ ჩამოცილებოდა კოალიციას", - განაცხადა "ჯი-ეიჩენთან" საუბარში სანიკიძემ.
მისივე თქმით, დაკავებულთან ადვოკატს არ უშვებენ და ის ამჟამად თბილისშია გადაყვანილი.
სანიკიძის ინფოპრმაციით, გელა გოშაძემ პოლიცია 1,5 წლის წინ პენსიაში გასვლის შემდეგ დატოვა.