"აზიის ვეფხვები" მსოფლიოს ძვირადღირებულ უძრავი ქონების შესყიდვას განაგრძობენ. აზიის ყველაზე ძვირადღირებული ბინა, რომელიც ჰონკონგში მდებარეობს 61 მლნ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბინა ჰონკონგის ელიტურ რაიონში 12 სართულიან სახლ Opus Hong Kong-ში მდებარეობს. აზიის ყველაზე ძვირადღირებული ბინა 576 კვ/მ-ს მოიცავს.
კომპლექსი - Opus Hong Kong - თანამედროვე არქიტეტურაში ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორის, ფრენკ გერის მიერაა დაპროექტებული. თითოეული ბინა Opus Hong Kong-ში მთლიან სართულს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე აზიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბინად ჰონკონგში მდებარე სახლი ითვლებოდა, რომელიც 2009 წელს 57 მლნ დოლარად გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბინა მონაკოში მდებარეობს და მყიდველმა, 2010 წელს, მისი შეძენისთვის 306,5 მლნ დოლარი გადაიხადა.