აშშ-ში კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნული პარკის 10 ათასამდე ვიზიტიორი შესაძლოა სასიკვდილო დაავადებით დაავადდა. ამ დაავადებამ უკვე იმსხვერპლა ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჰატავირუსის ფილტვების სინდრომზე - იშვიათ დაავადებაზე, რომლის დიაგნოზირება საკმაოდ რთულია.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი ექვს კვირამდე გრძელდება. სიმპტომების მიხედვით ის ძალიან გავს რესპირატორულ დაავადებას - გრიპს, გართულებისას კი გვიან სტადიაზე იწყევს ფილტვების შეშუპებას.
ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების ექვსი შემთხვევა. როგორც ირკვევა ექვსივე დაავადებული იოსემიტის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ისვენებდა.
ვირუსის პირველი მსხვერპლი 37 წლის სან -ფრანცისკოს მცხოვრები მამაკაცი გახდა.
აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა ყველას, ვინც ამ ზაფხულს იოსემიტის ეროვნული პარკში დაისვენა ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰატავირუსის ფილტვების სინდრომის წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. ის ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს ხელის ჩამორთმევითაც კი.
მასალის გამოყენების პირობები