ე. წ. ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი 24 წლის ქალი გახდა. პაცინეტი რამდენიმე საათის წინ ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ექიმების განცხადებით, მან სამედიცინო დახმარებას დაგვიანებით მიმართა.
გარდაცვლილს 4 თვის შვილი დარჩა.