2 სექტემბერს კალათბურთის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ერთობლივად უგულშემატკვირონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრების დაპირისპირებას კაფე „დისქავერში", „Scarlet Sails" სა და რესტორანში „ მესტუმრე" (ძველი „მალიბუ").
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი ლუდი „ქარვა" აგრძელებს ტრადიციას და კვლავ ქმნის გარემოს ქომაგობისთვის. ყველას ვინც თამაშის განმავლობაში შეიძენს სამ ბოთლ „ქარვას" საჩუქრად მიიღებს ბრენდირებულ მაისურს, ბენდენას და დროშას.
თამაშის ტრანსლაცია დაიწყება თბილისის დროით 19:00 სთ-ზე.
კომპანია „ნატახტარი" აქტიურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამიტომ 2008 წლიდან კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის სპონსორი გახდა. ამასთან, კომპანიის მხარდაჭერითა და საქართველოს რაგბის კავშირის მონაწილეობით, ფუნქციონირებს „ნატახტარი კასრის რაგბის ქომაგთა კლუბი", რომლის მიზანიცაა საქართველოში რაგბის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. 2011 წლიდან კი „ნატახტარი" გახდა კალათბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და აპირებს განახორციელოს მკლავჭიდის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 1991 წლის 4 ივნისს. იგი ფიბას წევრია 1992 წლიდან, ხოლო ფიბა-ევროპის წევრი - 2002 წლიდან. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი კალათბურთელი, ბესიკ ლიპარტელიანია, ემსახურება კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. დღესდღეობით, ქვეყანაში ტარდება ეროვნული ჩემპიონატი ვაჟებს შორის (სუპერლიგა), სხვადასხვა ასაკობრივ ლიგებში (u-14, u-16, u-18, u-20), და ქალთა ლიგაში. ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გამოჰყავს ნაკრები სხვადასხვა ასაკში (16-წლამდელთა ნაკრები, 18-წლამდელთა ნაკრები, 20-წლამდელთა ნაკრები და ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებს ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე.
Maia Arabidze