პირველიდან 8 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი როგორც კლასიკურ მუსიკას, ასევე ფოლკლორს მოიცავს. ფესტივალში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.
ფესტივალისთვის სპეციალური მოწვევა მიიღო ელისო ბოლქვაძემ. ფესტივალი უმასპინძლებს ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრსა და კაპელას დავით მუქერიას დირიჟორობით.
ბათუმის ზაფხულის ფესტივალი საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ტარდება. აღსანიშნავია, რომ პირველი კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ონკოპრევენციის ცენტრის ონკოპაციენტების მკურნალობისთვის მატერიალური დახმარების განხილვის კომისიის ანგარიშზე გადაირიცხება.