საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებისა და კომპანია Eutelsat -ს შორის ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" ფრანგული თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები, სავარაუდოდ, 2 თებერვალს გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი მაუწყებლის საეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა.
გაჩეჩილაძის თქმით, მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან გახელაძე აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი რუსულენოვანი "პირველი კავკასიურის" მაუწყებლობა 25 იანვარს გაითიშა ფრანგული თანამგზავრიდან, რომელიც კომპანია Eutelsat -ს ეკუთვნის.
კომპანიასთან წინასწარ დადებული შეთანხმებით "პირველი კავკასიური" 15 იანვრიდან 28 იანვრამდე საცდელ რეჟიმში მუშაობდა.