კოალიცია „ქართული ოცნება" 2 სექტემბერს თელავში დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს. კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აქციის გადადება კახეთში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის მსხვერპლით დამთავრებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს შსს-ს მიერ 28 აგვისტოს, დაღესტნის საზღვართან დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი წევრის და ერთი სამხედრო ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გარდაცვლილი სპეცრაზმელები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი „ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ.