იტალიის მთავრობა ნეპოლში პოლიციის დამატებით შემადგენლობას გზავნის. აღნიშნულის მიზეზი მაფიოზური დაჯგუფება კამორას ორ ბანდას შორის მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირებაა. ისინი ერთმანეთს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ნარკობაზრის ხელში ჩაგდებისთვის ებრძვიან.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ამ უკანონო საქმიანობიდან შემოსავალი წელიწადში 100 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.
100 პოლიციელი და გამომძიებელი იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან უახლოეს საათებში შეუერთდებიან ნეაპოლის პოლიციას.
ბოლო დროს ბანდებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას 20 ადამიანი ემსხვეპლა. რამდენიმე დღის წინ ნეპოლის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი მეთაურიც მოკლეს.
იტალიელი სამართალდამცავები შიშობენ, რომ სისხლიანმა გარჩევამ შესაძლოა ვითარება მნიშვნელოვნად დაძაბოს.