პოლიტიკურმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული და მაჟორიტარული სიები წარადგინა.
200 კაცინი სია ცესკოში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ნოდარ ხადურმა შეიტანა.
ხადურის განცხადებით, არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია მონაწილეობდეს არჩევნებში.
ხადურის თქმით, მაჟორიტარები არიან სიის მეხუთე ათეულის შემდეგ.
ხადურის განცხადებით, სიის დახლოებით 25%-ს ქალები შეადგენენ, ასევე კოალიცია "ქართულ ოცნებას" სიაში ახალგაზრდებიც ჰყავს.
"ჩვენ არ გვყავს 21 წლის კანდიდატები, მაგრამ 23-25 წლის კანდიდატები სიაში არიან", - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ სიაში პირველი ნომერი კახი კალაძეა, ბოლო ნომრად კი ვახტანგ ხმალაძე.