კახა შარტავამ თავად გადაწყვიტა, რომ საარჩევნო სიაში არ ყოფილიყო, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიის საარჩევნო სიის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რატომ მიიღო კახა არტავამ ეს გადაწყვეტილება ამაზე ის თავად გააკეთებს განცხადებას.
"ჩვენ ასეთივე პირობებს და რიგითობას ვთავაზობდით ჯონდი ბაღაღურიას, მაგრამ მან ბოლო მომენტში რატომღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება გააკეთა. ჩვენ აუცილებლად ვიტყვით რაც მოხდა, მაგრამ დღეს ამისთვის ნუ დავკარგავთ დროს". - აცხადებს ივანიშვილი.
კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახელით მონაწილე დეპუტატების 200-კაციანი სია დღეს ოფიციალურად წარადგინა. სიის პირველი ნომერი არის კახი კალაძე ბოლო კი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე.