თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვაკე-საბურთალოს რაიონში 800 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარე საგზაო სამუშაო დაათვალიერა და მოსახლეობას თბილისის 2010 წლის დასაქმების პრიორიტეტები გააცნო.
უგულავას განცხადებით, დასაქმების ბიუჯეტის ძირითადი საკითხი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა, რაც ერთი მხრივ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მეორე მხრივ დაზღვევის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
დღეიდან პენსიონერებისთვის 25-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გაიცემა, უკვე ძალაშია სატრანსპორტო შეღავათები, ათი ლარით მომატებულ პენსიას კი პენსიონერები უკვე პირველი მარტიდან მიიღებენ. ასევე დღეიდან მერიაში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები ამოქმედდა.
უგულავამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თბილისელების ადვოკატის მნიშვნელობაზედაც ისაუბრა, რომელიც მერის განცხადებით, ყველა თბილისელის უფლებებს იცავს და მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ და იურიდიულ მომსახურებას უწევს. ძირითადი ყურადღება კი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ქალაქის მერმა დასაქმების პრიორიტეტებზე შეაჩერა.