კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არ იქნება, - ამის შესახებ განცხადება კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარტიული სიის პრეზენტაციის დროს გააკეთა. მისი თქმით, კახი არის ძალიან კარგი ადამიანი და ერთადერთი რაც აკლია მას ეს არის გამოცდილება პარტიული და სახელმწიფოებრივი მუშაობის.
"თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ის არ იქნება. კანდიდატის ვინაობას კი ჯერ არ ვამჟღავნებთ შიგნითაც კი. ამას ვაკეთებთ შეგნებულად, თუმცა წარმოდგენა მაქვს, რა თქმა უნდა, ვინ უნდა იყოს და რატომ უნდა იყოს", - განაცხდა ივანიშვილმა.