მსოფლიო ბაზარზე კაკაოს ფასი იზრდება. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში კაკაოს ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია. კაკაოს გაძვირება კი თავის მხრივ, მომწოდებელ ქვეყნებში, დასავლეთ აფრიკაში შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.
ბოლო კვირის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე კაკაოს ფასმა 8 %-ით მოიმატა, შესაბამისად კაკაოს ფიუჩერსების ღირებულებამ საშუალოდ ტონაზე 1,715 ფუნტი შეადგინა
ტრეიდერები აცახდებენ, რომ კოტ-დიუარსა და განაა მსოფლიო იმპორტის 60 %-ი უჭირავთ და ამ ქვეყნებმა 2012-2013 წლების მარაგების დიდი ნაწილი უკვე გაყიდეს.