„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიული საარჩევნოს სია წარადგინა
თბილისი.31.08.12."ჯი-ეიჩ-ენი". „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარტიული საარჩევნო სია წარადგინა. გიორგი თარგაძის განცხადებით, სია რომელსაც „ქრისტიან-დემოკრატები" წარუდგენენ საზოგადოებას არის კვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანებითა და იმ ლიდერებით დაკომპლექტებული, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში თავი არ დაზოგეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვის კუთხით.
მოძრაობის ლიდერის თქმით, შემდეგი მოწვევის პარლამენტი განსაკუთრებით აქტიური და დაბალანსებული იქნება, რაშიც „ქრისტიან-დემოკრატები" გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.
„ქრისტიან-დემოკრატების" პროპორციული სია კი ასე გამოიყურება:
1. გიორგი თარგამაძე
2. ლევან ვეფხვაძე
3. გიორგი ახვლედიანი
4. მაგდა ანიკაშვილი
5. პაატა დავითაია
6. თამაზ გაიაშვილი
7. გიორგი რუხაძე
8. ზაზა ვეკუა
9. კახა კორძაია
10. ნინო გურიელი