ხვალ, 30 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" ნაშრომის "საქართველოს მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენები", პრეზენტაცია გაიმართება.
ნაშრომის ავტორები არიან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები თეიმურაზ გოჩიტაშვილი და თეიმურაზ ჯავახიშვილი.
მასში განხილულია მაგისტრალური ნავთობ და გაზსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ფუნქციონირების ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები. მათ შორის, გამოკვეთილია საქართველოს ტერიტორიის გავლით კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდების აქტუალური პრობლემები. ნაშრომში ასევე საუბარია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ევროგაერთიანების შესაბამის სტრუქტურებთან ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის საკითხზე.
წიგნში მოცემული ვრცელი ინფორმაცია ძირითადად განკუთვნილია რეგიონული ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისათვის. ნაშრომი ასევე დაეხმარებას გაუწევს მაგისტრალური მილსადენების დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ სპეციალისტებსა და სტუდენტების.
სახელმძღვანელო მომზადებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, Winrock International-ის პროექტის "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის" ფარგლებში ენერგოსექტორის საკითხებთან დაკავშირებულ კონკურსში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების დახმარებით.