პოლონური ბრენდი Home&You საქართველოს ბაზრით ინტერესდება. Home&You საოჯახო აქსესუარების და საჩუქრების მაღაზიების ქსელია, რომელიც ოპერირებს პოლონეთში, რუსეთში, ესტონეთში და უკრაინაში.
,,პოლონურ კომპანიას თანამშრმლობა შევთავაზეთ და ამ დროსათვის მოლაპარაკებები ფრანშაიზინგის კონტრაქტის დეტალებზე მიმდინარეობს, არსებობს რამდენიმე მოთხოვნა შოუ რუმთან, მაღაზიის დიზაინთან და კონცეფციასთან, კონსულტანტებთან და საფასო პოლიტიკასთან მიმართებაში, რომლის შეთანხმების ეტაპზე ვართ. პოლონურ კომპანიაში თვლიან, რომ საქართველოს ბაზარი დინამიურია და გაზრდილი ტურისტული ნაკადი ზრდის სამომხმარებლო მოთხოვნას'' - აცხადებენ ,,გაყიდვების მართვის კომპანიაში'', რომელიც Home&You წარმოამდგენელი იქნება საქართველოში.
არსებული პრაქტიკის მიხედვით პოლონური კომპანიას ერთიანი საფასო პოლიტიკა გააჩნია ყველა ქვეყანაში, პროდუქცია, რომელი სახლში საძილე, სასტუმრო, სამზარეულო და სააბაზანო ოთახების აქსესუარებს მოიცავს საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.
,,ჩვენი ვთვლით, რომ Home&You -ს ბრენდი თბილისელ მომხმარებელში მალე გახდება პოპულარული, რადგან პროდუქცია გამორჩეულია ხარისხით და დიზაინით. თბილისში კი მსგავსი სეგმენტის პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებშია გაბნეული ან შედარებით ძვირია. ეს იქნება ადგილი სადაც მომხმარებელს შეეძლება საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს სახლის აქსესუარები და საჩუქრები'' - აცხადებენ ‘'გაყიდვების მართვის კომპანიაში'', რომელიც პროექტის განხორციელებისთვის ამ დროისთვის პარტნიორის მოძიებით არის დაკავებული.
,,გაყიდვების მართვის კომპანია;; მიმდირე წელს დაფუძნდა. კომპანია ქართული ნატურალური პროდუქციას უწევს პოპულარიზაციას და ეხმარება ინვესტორების მოძიებაში. კომპანია ფლობს ნიშანს ,,აირჩიე ქართული!''