თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დღეს კაპრალი ვლადიმერ მურადის ძე ხვედელიძე (22.02.1978) დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი ხვედელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.