„ქართული ოცნების„ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფაიფურის დასახლეობაში ამომრჩეველს შეხვდა და მათთან „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა, განსაკუთრებული ყურაღება კი ზუგდიდის განვითარებაში ასი მილიონის ჩადებასა და იაფი კრედიტების აუცილებლობაზე გაამახვილა.
„მე მიხარია, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად საზოგადოება მოდის ჩვენთან შესახვედრად. მათ აინტერესებთ ის ალტერნატივა რასაც „ ქართული ოცნება" თავაზობს და რაც მთავარია სჯერათ ამის. წელში გამართული, ძლიერი ზუგდიდი და მთლიანად სამეგრელო უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანების წინაპირობა. მახარებს ის იმედი და გამბედაობა, რომელიც ბოლო დროს გაჩნდა ზუგდიდელებში, მათი თანადგომით ჩვენ ერთად ავაშენებთ ღირსეულ სახელმწიფოს"_ განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასასრულს.
ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატმა დღესვე შეხვედრები გამართა ჭითაჭკარში, რუხში და მათ „ ქართული ოცნების წინასაარცენო პროგრამა გააცნო.