საქართველო-რუსეთის საზღვარზე აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება დაღუპულებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი სპეცრაზმელი და ერთი თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სამხედრო ექიმია. დაჭრილია ხუთი სპეცრაზმელი.
მისივე ცნობით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია. მათი დაკავების ოპერაცია გრძელდება.